პოლიტიკა
აქციის მონაწილეებს მოჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „არა – რეგიონულ ენებს“, „არა – აფხაზეთის რკინიგზის გახსნას ცალმხრივი დათმობის პირობებში“, „ ვგმობთ ოკუპაციის შესახებ კანონის შერბილებას“, „არა – ე.წ. თურქი მესხების შემოსახლებას“, „გაუქმდეს საქართველოს რეგიონული მოწყობის მოდელი“.
ამასთან, მომიტინგეებმა მიმართეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ მოწოდებით, გაემიჯნონ ანტიეროვნული ძალას.
„ქართველმა საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაირჩია და პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრა, იმიტომ, რომ ის წლების განმავლობაში ატარებდა ანტიქართულ და ანტიეროვნულ პოლიტიკას. იმ შემთხვევაში, თუ „რესპუბლიკური პარტია“ და მისი სახით „ქართული ოცნება“ ანტიეროვნულ პოლიტიკას გაატარებს, ქართველი ხალხი გამოუტანს მათ იგივე განაჩენს“, – განაცხადა „ეროვნული ფრონტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ევგენი მიქელაძემ.