სამართალი
სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

1sasamarTlo-samarttaaa2საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა ამჯერად ადმინისტრაციული სამართლის საკითხები განიხილეს, კერძოდ, თუ როგორ უნდა გადაწყვიტონ ადმინისტრაციული დავები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა. შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები, ადვოკატები დაესწრნენ.

კოტე კუბლაშვილის განმარტებით, დღეს მორიგი თემატური შეხვედრა გაიმართა, ამჯერად ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით საგადასახადო დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე. „ასეთი დავები აქტუალურია, თუმცა ჩვენს სისტემას აქვს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკვე ჩამოყალიბებული მყარი სასამართლო პრაქტიკა, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ეს პრაქტიკა გავაცნოთ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, პირველ რიგში, ადვოკატებს, ასევე, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს,  შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტრის წარმომადგენლებს , რათა მათ ჰქონდეთ ზუსტი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორია პრაქტიკა, რა პერსპექტივა ექნება მათ მიერ წამოწყებულ დავებს საგადასახადო თემაზე სასამართლოში და მათგანაც მოვისმინოთ შენიშვნები, რაც შეიძლება გამოდგეს საფუძველი, რომ, გარკვეულწილად, პრაქტიკაც რაღაც მიმართულებით შევცვალოთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.