აქტუალური
ქართულ-ამერიკული სწავლება „Agile spirit 2013“ დაიწყო

1wvrTna-aqtuaaa5საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile spirit 2013“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.

ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350 სამხედრო მოსამსახურე და მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი. ეს ქართული ქვედანაყოფი ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდა, რომელიც დანაკარგის გარეშე დაბრუნდა სამშობლოში.

ერთთვიანი სწავლება სამ ფაზად ჩატარდება. წვრთნების აქტიური ფაზა დღეს დაიწყო და 29 მარტს დასრულდება. ერთობლივი წვრთნები მედიისთვის ღიაა.

ცნობისათვის: სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2013“ საქართველოში მესამედ ტარდება და სამშვიდობო ოპერაციებში ორი ქვეყნის სამხედრო დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად. პირველად ამ სწავლებაში თავად ჟურნალისტებიც მონაწილეობენ. ისინი ავღანეთში ISAF-ის მისიის გასაშუქებლად სპეციალურ მომზადებას გაივლიან.