საზოგადოება
შეხვედრა ერგნეთში

1ergneT-sazoo2საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 32-ე შეხვედრა იმართება.

უწყების ინფორმაციით, ქართული მხარე ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების ინსტალაციის საკითხს გააპროტესტებს და აღნიშნული პროცესით ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივებისთვის შექმნილ პრობლემებზე ისაუბრებს.

შეხვედრაზე, ასევე, განხილული იქნება ახალგორის რაიონში მდებარე დაზიანებული წყლის  სისტემის შეკეთებისა და ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს  მოქალაქეების საკითხი.