აქტუალური
თენგიზ კიტოვანი ჯაბა იოსელიანისა და გია გულუას მკვლელებს ასახელებს

1kito-aqtuaa2საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბარში აცხადებს, ის მზადაა, საქართველოს პროკურატურას ჩვენება მისცეს გია გულუას, ჯაბა იოსელიანის, თამაზ ნინუასა და  სხვა მკვლელობებთან დაკავშირებით. კიტოვანის განმარტებით, გია გულუას მოკვლა ედუარდ შევარდნაძემ ჯაბა იოსელიანს დაავალა.

უშიშროების ყოფილ მინისტრ თამაზ ნინუას წამოსცდა, მე ვიცი, როგორც მოკლეს ჟვანიაო და ამის თქმა არ აპატიეს, დააკლეს ზედ. რატომ არ იძიებენ ამ საქმეს? ცოლიც მოკლეს და თავად თამაზიც. შევარდნაძეს რომ დაესხნენ ვითომ და ააფეთქეს, მაგარი სპექტაკლი იყო დადგმული, რათა იგორ გიორგაძე მოეშორებინათ და კარგადაც გამოუვიდათ. ჯაბაც და მთელი მხედრიონიც მიაყოლეს ზედ მაშინ. ეს შევარდნაძის დადგმული სპექტაკლი იყო, – განაცხადა კიტოვანმა.

კიტოვანის თქმით, ჯაბა იოსელიანი ქალმა მოწამლა, რომელმაც წამლები ასვა და ტვინში სისხლი ჩაუქცია.

ის ქალი ახლაც მოსკოვშია. წნევის წამლები ასვა ჯაბას დმეტი დოზით და ასე მოკლა. როცა ვანგას შეხვდა ჯაბა, ვანგამაც იგივე უთრა ქალი მოგკლავსო. არ დაიჯერა, იცინოდა ხოლმე. ყველამ იცის, ვინ არის ეს ქალი, თინა ჰქვია, გვარს ნუ მკითხავთ, ყველა მიხვდება სახელის დასახელებით. მე გეუბნებით სიმართლეს და თუ ასე არ არის, თავს მოვიჭრი. ჯაბა იოსელიანი მოკვდა სისხლის ჩაქცევით და მოკლა ქალმა, რომელსაც ჰქვია თინა. გამოიძიეთ ეს საქმეები, აბა, თუ მაგრები ხართ, აცხადებს კიტოვანი.

თენგიზ კიტოვანი ზურაბ ჟვანიას მკვლელობასაც იხსენებს. „მგონია, რომ სააკაშვილმა ძალიან დიდი თანხა გადაიხადა, რათა ზურაბ ჟვანიას მკვლელობა არ გაიხსნას. ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილს ნუ ჩარევთ. ჟვანია ყველასთვის მიუღებელი ფიგურა იყო. კიდევ კარგი, რუსეთში ვარ, თორემ დედას მიტირებდნენ აქამდე. მიხეილ სააკაშვილი რომ გამოცდილი „კაგებეშნიკი“ იყო, ამის დამადასტურებელი საბუთებიც ჰქონდა ნინუას“, – განაცხადა კიტოვანმა.