საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „საქართველოს ფოსტის“ გაყიდვას გეგმავს. მისი ამჟამინდელი მფლობელი სახელმწიფოა.
„საქართველოს ფოსტა“ ადგილობრივ ბაზარზე უმსხვილესი საფოსტო კომპანიაა, ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით, მის კუთვნილებაშია დაახლოებით 87. 000 კვ.მ. მიწის ფართობი და 100. 000 კვ.მ. შენობის ფართი.
„საქართველოს ფოსტა“ ყველაზე დიდი საფოსტო კურიერია მთელ ქვეყანაში. თბილისის გარდა, მას ფილიალების ქსელი აქვს საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში. დედაქალაქში „ფოსტა“ წარმოდგენილია რამდენიმე ათეული განყოფილებით.
როგორც სამინისტროში ამბობენ, საქართველოს მთავრობა მზადაა, განიხილოს კომპანიის განვითარების სხვადასხვა კონცეფცია პოტენციურ მყიდველებთან.
ვინ იყიდის „საქართველოს ფოსტას“, ჯერჯერობით უცნობია.