უცხოეთი
საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. რუსი „ლიბერალ-დემოკრატების“ ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ გაყიდა სახედარი, რომელიც მის წინასაარჩევნო რგოლში გადაიღეს.
„6 წელი ისე ვკვებავდი, როგორც სანატორიუმში, არადა, ჩემზე გაიძახოდნენ, ცხოველები არ უყვარსო“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.
ჟირინოვსკის წინასაარჩევნო რგოლი სახედრის მონაწილეობით 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში მომზადდა. კადრში პოლიტიკოსი ცხოველს რუსეთის სიმბოლოდ წარმოაჩენს, რომელიც „ძლივს მიჩანჩალებს“, პოლიტიკოსი კი მას მათრახითა და შეძახილებით „ამხნევებს“.