უცხოეთი
ზურაბ აბაშიძე: „სახეზეა პროგრესი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში“

1abaSiZe-ucxსაქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ქვეყნების ურთიერთობაში მიღწეული პროგრესი აღნიშნა და განაცხადა, რომ სახეზეა რეალური შედეგები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესი, სატრანსპორტო მიმოსვლა, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხები.

ამ განცხადებით აბაშიძე გამოეხმაურა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური პარტიის გამოკითხვის შედეგებს, რომელთა მიხედვითაც გამოკითხულთა 82% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს.

„80%-ზე მეტი მხარს უჭერს იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობები ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვიდეს ჩიხიდან და მეტი პოზიტივი გაჩნდეს ჩვენს ურთიერთობებში, რაც რეალურად ხდება კიდეც“, – აღნიშნა აბაშიძემ.