სამართალი
ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა დაკითხეს

1RaWava-sam1საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. მოდულის შენობაში „ქართუ ბანკის“ საქმეზე გვიანობამდე კითხავდნენ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას და მის შვილს – დავით კოდუას. დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. მათ ბრალი ედებათ სახელმწიფოსთან შემდგარი თაღლითური გარიგებისა და „ქართუ ბანკის“ გაკოტრების ხელშეწყობაში. ისინი ამ საქმეზე რამდენჯერმე უკვე დაკითხეს.

დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ლაურა ღაჭავამ განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს. რაც შეეხება ვალს, მან ის საქმის წარმოებამდე უკვე აღიარა და სესხის გადახდასთან დაკავშირებით ბანკთან შეთანხმებაც მიღწეულია.

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ლილოს სამკერვალო ფაბრიკის დირექტორ ლაურა ღაჭავაზე კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს: ამ საკითხთან მე კომენტარს არ გავაკეთებ, ჯერჯერობით ეს საგამოძიებო საქმინობის თემა არის და მოგვიანებით გაკეთდება კომენტარი“.