საზოგადოება
რეიტინგში ხმათა 84%-ით მეორე ადგილზეა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მესამე პოზიცია 83%-ით ერგო თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, მეოთხე ადგილი კი 79%-ით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაიკავა.
ხმათა 76%-ით მეხუთე ადგილზეა შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც კვალდაკვალ მოჰყვებიან მაია ფანჯიკიძე (72 %), თინა ხიდაშელი (71 %), ვახტანგ ხმალაძე (65 %), სოზარ სუბარი (65 %), კახა კალაძე (65 %), ზვიად ძიძიგური (69 %).
კითხვაზე, მომავალ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ ძალას დაუჭერდით მხარს, გამოკითხულთა 59 %-მა – „ქართული ოცნება“, 12 %-მა – „ნაციონალური მოძრაობა“, 3 %-მა კი ქრისტიან-დემოკრატები დაასახელა.