საზოგადოება
IRI-ს გამოკითხვა: ყველაზე დიდი საფრთხე – ომი (22 %), რუსეთის აგრესია (6 %)

1iri-sazzo2საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომლის მიმდინარეობისასაც 1500 სრულწლოვანი მოქალაქე გამოიკითხა, 18-27 თებერვლის მონაკვეთში ჩატარდა.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 57%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში პროცესები – სწორი, 19%-ის აზრით კი არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო გამოკითხულთა 21%-მა კითხვას პასუხი არ გასცა.

გამოკითხული მოქლაქეების აზრით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უმუშევრობა (64%), ტერიტორიული მთლიანობა (37%), ეკონომიკური მდგრადობა (32%) და სოციალური პრობლემებია (9%).

ასევე, კვლევის მიხედვით, მოქალაქეებისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს ომი წარმოადგენს (22%), იგივე მაჩვენებელი აქვს საერთაშორისო დაძაბულობას, სამოქალაქო კონფლიქტსა და ეკონომიკურ კრიზისს – 10%, ხოლო გამოკითხულთა 6%-თვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთის აგრესიაა.