პოლიტიკა
საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კარნეგის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი მთავრობა შექმნის სამართლიან კონკურენციას და მთავრობის შემდგომი ცვლილებები აღარ იქნება მოულოდნელობა დასავლეთისთვის. „ჩვენ შეგვიძლია, ჩამოვაყალიბოთ სამართლიანი კონკურენციის სტანდარტები, რის შემდეგაც ხელისუფლების ნებისმიერი ცვლილება აღარ იქნება სიურპრიზი დემოკრატიული ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები კარგია, მაგრამ ამავდროულად, სირცხვილიც – როცა ოპოზიციის დამარცხებული ლიდერი ცნობს მარცხს, ეს 21-ე საუკუნეში ნორმალური მოვლენაა. ჩვენც დავმარცხდებით ოდესმე, თუმცა, რაც უფრო გვიან, მით უკეთესია. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. წინ რთული სამუშაო გველოდება. ჩვენ არ ვიქნებით სააკაშვილის იერარქიული სტრუქტურის მსგავსად – ალბათ, ვერ მივიღებთ ახალი ქალაქის მშენებლობის გადაწყვეტილებებს 5 წუთში, მეტი დრო დაგვჭირდება. დღეს გვაქვს შეგრძნება, რომ მეგობრებს შორის ვართ. როცა კრიტიკულ შეკითხვებს ვიღებთ, ვიცით, რომ ის ჩვენი მეგობრებისგან არის და მოვუწოდებთ ყველას, იყვნენ კრიტიკულნი, არ ჩათვალონ ისე, როგორც 2003-2004 წლებში, რომ ხელისუფლებაში შესაფერისი ხალხი მოვიდა, საჭიროა, უბრალოდ, დახმარება და არა – მონიტორინგი. ჩვენ ნამდვილად ვართ შესაფერისი ხალხი, თუმცა, გვჭირდება თქვენი დახმარება, კრიტიკა და შეკითხვები. ეს მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ჩვენზე“, – უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მან საგარეო ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა და მსოფლიოს უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა საქართველოს პრიორიტეტია. სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის სპიკერი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების აუცილებლობასაც შეეხებო. ისაუბრა, ასევე, სოჭის ოლიმპიადაზე და აღნიშნა, რომ საქართველო მასში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა, ქართველი სპორტსმენებისთვის ეს არ იქნება ადვილი.![]() |
![]() |
![]() |
![]() |