პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენი ნიჭიერი კადრი უნდა შევინარჩუნოთ“

1regmed-pol-2-mtსაქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს წინასაარჩევნო პროცესებში დიდი როლი ჰქონდა. ძალიან ბევრი მოხელე, კუბლაშვილიცა და სხვებიც, ვინც სააკაშვილის გუნდის წევრებად მოიხსენებოდნენ, არიან მსხვერპლნი მისი იდეოლოგიის და მისი სისტემის“. ამასთან, მისივე განმარტებით, კუბლაშვილთან დაკავშირებით არ გაუგია, რომ ის არის ძალიან მდიდარი და მექრთამე. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ვიცი, რომ ჭორის დონეზე დავდივარ და ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ვიცი, რომ კუბლაშვილს სერიოზული დაავადება ჰქონდა და ვიცი, რომ მას დაეხმარა სააკაშვილი და ის რაღაც ვალდებულებით იყო. თუმცა, პრემიერის სურვილია, კუბლაშვილმა, როგორც სასამართლოსთვის ბევრი კარგი რამის გამკეთებელმა, პროფესიონალმა და დიდი გამოცდილების მქონემ, მისი სამსახურებრივი ვადა ამ თანამდებობაზე ამოწუროს.

ჩემი დიდი სურვილია, რომ კოტე კუბლაშვილმა თავისი დრო მოითავოს, რადგან ის არჩევითია და, ასევე, არჩევითია საბჭოს ბევრი წევრი. იყო პრობლემები, თუმცა, ეს ერთი კაცის დანაშაული არ არის. ჩვენ უნდა შევეცადოთ და ჩვენი ნიჭიერი კადრი უნდა შევინარჩუნოთ, – განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის ამ განცხადებას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა: შეშფოთებული ვარ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებით, რომელიც მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტანტინე კუბლაშვილს სერიოზული დაავადება აქვს, რაც გაუმართლებლად მიმაჩნია. პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობა მიუღებელია“. 
სააკაშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება კონსტიტუციითაა დაცული და მისი დარღვევა ყოვლად დაუშვებელია. „პირადი პრობლემებით შანტაჟი და სპეკულირება 90-იანი წლების დასაწყისის ყაჩაღურ, რუსულ, ოლიგარქიულ, კაპიტალისტურ მეთოდებს უფრო ჰგავს და არა 21-ე საუკუნის დემოკრატიული, ევროპული მთავრობის მოქმედებას. ეს საქციელი უკვე ახალი მთავრობის მოქმედების ტენდენციად იქცა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტის უმრავლესობას უფრო მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს ჩემ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

1regmed-pol-2-1 1regmed-pol-2-2
1regmed-pol-2-3 1regmed-pol-2-4