ჩინეთის კომპარტიის გენმდივანი ქვეყნის ხელმძღვანელად აირჩიეს
საქართველო, 14 მარტი,
საქინფორმი. ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი
სი ძინპინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარედ აირჩიეს. მან ამ პოსტზე
ჰუ ძინტაო შეცვალა.
სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევნები ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა საყოველთაო კრების პირველ სესიაზე ფარული კენჭისყრით გაიმართა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტი ქვეყნის 1954 წლის კონსტიტუციის თანახმად შეიქმნა, 1957 წელს გაუქმდა, ხოლო 1982 წელს ხელახლა აღადგინეს. ქვეყნის თავმჯდომარე 5 წლის ვადით ირჩევა და ამ თანამდებობაზე ყოფნა ორ ვადაზე მეტხანს არ შეუძლია.