უცხოეთი
რომის პაპი არგენტინელი იეზუიტი გახდა

francisk-ucxსაქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ვატიკანში კათოლიკური ეკლესიის მეთაური აირჩიეს. რომის ახალი პაპი გახდა 76 წლის არგენტინელი, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო, რომელსაც სახელად ფრანცისკი ეწოდა.

ამჟამინდელი კონკლავი პირველია თანამედროვე კათოლიციზმის ისტორიში, რომელიც არა გარდაცვალების, არამედ სამოციქულო ტახტზე რომის პაპის ნებაყოფლობითი უარის შემდეგ მოიწვიეს.