პუტინის რეზიდენციაში ქართული „კოკა-კოლა“ აღმოაჩინეს
საქართველო, 14 მარტი,
საქინფორმი. პუტინის რეზიდენციაში, პრესისათვის განკუთვნილ ოთახში, ჟურნალისტებმა ქართული ჩამოსხმის „კოკა-კოლა“ აღმოაჩინეს. პრეზიდენტის პრესმდივან
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სასმელი სამეურნეო სამმართველომ შეიძინა „როსპოტრებნადზორში“ ექსპერტიზაზე გასაგზავნად.
პესკოვის განარტებით, „კოკა-კოლას“ ონიშჩენკოს უწყებაში „ყოველი შემთხვევისთვის“ აგზავნიან, თორემ რუსეთში ქართულ პროდუქციაზე ცუდი შთაბეჭდილება არ აქვთ. პესკოვს უცნაურად მოეჩვენა ის გარემოება, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი, რომლის ეტიკეტზეც პრაქტიკულად რუსულად წარწერა არ მოიპოვება, რუსეთში აღმოჩნდა.