პოლიტიკა
საქინფორმისთვის ცნობილი ხდება, რომ ლეიბორისტები მედიასაშუალებების დაფინანსების წყაროებისა და მფლობელების ვინაობის საჯაროობის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივას გამოეხმაურნენ და ქართული სატელევიზიო კომპანიების მფლობელებს ასახელებენ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფიციალური მესაკუთრე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია: „ჩემი ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის მფლობელობის დოკუმენტაცია სააკაშვილს საკუთარ სეიფში აქვს საიმედოდ შენახული და არავის ანდობს. აღნიშნული ტელეკომპანია „საზოგადოებრივ არხთან“ ერთად უშუალოდ საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება“,- ამტკიცებს შატბერაშვილი.
„იმედის" უკან ოფიციალურად ებრაული ჯგუფი დგას, მაგრამ ეს - მხოლოდ საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად, რეალურად კი მას შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფლობს; „აჭარის“ ტელევიზიას კი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე აკონტროლებს“, - განმარტავს შატბერაშვილი.