სამართალი
სასჯელაღსრულების დეპარატმენტს მიხეილ ღურწკაია უხელმძღვანელებს

1Rurwka-samma2საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად ყოფილი პროკურორი მიხეილ ღურწკაია დაინიშნა, რომელიც მანამდე მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან მუშაობდა. უფლებამოსილების განხორციელებას იგი დღეიდან შეუდგება.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ხასია თანამდებობიდან გუშინ გათავისუფლდა და ამიერიდან იგი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასწავლო ცენტრს უხელმძღვანელებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, ხასიას ტრენერობისა და არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია აქვს, რის გამოც მისი ამ პოსტზე გადაყვანა გამართლებულია.