პოლიტიკა
„ეს სულაც არ არის ევროპარლამენტის პოზიცია. ეს იმ 23 წევრის პოზიციაა, რომლებიც სააკაშვილის მეგობრები არიან, ვინც არ ეთანხმება საქართველოს არჩევნების დემოკრატიულ შედეგებს. მათ დღემდე იმედი აქვთ, რომ სააკაშვილი ძალაუფლებას დაიბრუნებს. ევროპარლამენტს კი გაცილებით ფართო და დაბალანსებული ხედვა აქვს ვითარების და ჩვენ შორის ბევრია ისეთი, ვინც საქართველოს ახალ მთავრობას წარმატებებს უსურვებს“, – აღნიშნა ვატსონმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ზემონახსენები წერილი, სადაც 23 ევროდეპუტატი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ საქართველოს პრემიერს მოუწოდებენ, „არ დაასამაროს საქართველოს ევროპული მომავალი“, 2013 წლის 7 მარტს გავრცელდა.
რეგიონულ მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე კი ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი საპასუხო წერილი „ევროპის სახალხო პარტიისადმი“ დღეს გამოქვეყნდება.