უცხოეთი
საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ვატიკანში მიმდინარე კონკლავში კენჭისყრის მეორე და მესამე ტურები, სადაც რომის 226-ე პაპი უნდა აირჩიონ, უშედეგოდ დასრულდა – სამოციქულო სასახლის სიქსტის კაპელის სახურავზე მდებარე საკვამურიდან შავი კვამლი ამოდის. რომის კათოლიკური ეკლესიის ახალი წინამძღვრის არჩევას კი თეთრი კვამლი იტყობინება.