აქტუალური
როგორც წულუკიანმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა იპოთეკის სამართალზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც საკითხის მოგვარების შესაძლო მექანიზმების შექმნაზე მუშაობს. თავდაპირველად, კონკრეტული ინიციატივები შემუშავდება, რომლებმაც კერძო იპოთეკართან ხელშეკრულების გაფორმებისას მოქალაქეების ინტერესების დაცვა უნდა უზრუნველყოს. „უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კერძო იპოთეკარებმა ვეღარ ისარგებლონ სესხის ამღების უმწეობით. ამჟამად კერძო იპოთეკარებზე მოდის იპოთეკის ბაზრის 34%, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია და მის უკან დიდი ოჯახური ტრაგედიებია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეები. დაესწრნენ.
ჯგუფში საბანკო სექტორის ექსპერტებიც შედიან.