პოლიტიკა
და აი, როგორც ჩანს, ეს ჰიპოთეზა, გარკვეულწილად, მართლდება – კომპეტენტური წყაროსგან, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა მოისურვა, საქინფორმმა გუშინ შეიტყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართლაც აპირებს უახლოეს ხანებში ლონდონში გაფრენას, როგორც ინკოგნიტომ აღნიშნა, „მხარდაჭერისთვის“.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქინფორმს უპასუხეს, რომ დიდ ბრიტანეთში მიხეილ სააკაშვილის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, ხოლო პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძესთან მობილური ტელეფონით დაკავშირება არ მოხერხდა, რადგან ის, როგორც ადმინისტრაციაში გვაცნობეს, სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფება.