სამართალი
ომარ ქუცნაშვილი - ნაციონალური მოძრაობის რეკეტის მსხვერპლი

qucnashviliზაქარია ქუცნაშვილი მამის, ომარ ქუცნაშვილის დაპატიმრების დამკვეთად თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ასახელებს. ქუცნაშვილის თქმით, მას ეს ინფორმაცია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირმა მიაწოდა. როგორც საქინფორმს ქუცნაშვილმა განუმარტა, მისი წყაროს პატიოსნებასა და კეთილსინდისიერებაში დარწმუნებულია.

,,მე ეს ადამიანი მჭირდება, მას ვენდობი და მჯერა მისი, ამიტომ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ გაგიმხელთ მის ვინაობას’’. ქუცნაშვილის თქმით, კეზერაშვილმა 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეუტია იმ ბიზნესმენებს, რომლებმაც "ნაციონალურ მოძრაობას" თანხა არ გადაურიცხეს. მისივე განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი ბიზნესმენი იყო მამამისი, შპს "ჯეოინჯინერინგის" დირექტორი ომარ ქუცნაშვილი. როგორც ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, მამამისი "ნაციონალების" ოფისში 2007 წლის 22 დეკემბერს, დაბარების მიუხედავად, არ გამოცხადდა. 24 დეკემბერს კი დაურეკეს და უთხრეს, რომ ამას სანანებელს გაუხდიდნენ. მუქარას მალევე მოჰყვა მამის დაკავება.

ომარ ქუცნაშვილი ორწელიწად-ნახევარია პატიმრობაში იმყოფება.