სამართალი
კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელიც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარსა და ჭალნარში აწარმოებდა კულტურის ცენტრისა და ბაგა-ბაღის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს, დაუსრულებელი სამუშაოები ძველი რიცხვით ჩაიბარეს, მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში კი დააფიქსირეს როგორც დასრულებული სამუშაო და კომპანიას მთლიანი თანხა ჩაურიცხეს.
ხელვაჩაურის გამგებელმა და მისმა მოადგილემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. გამოძიებას შსს-ის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნოდარ შარაბიძე გამგეობის შენობიდან საკაცით გამოიყვანეს და ამჟამად იგი საავადმყოფოშია, გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე კი კვლავ შენობაშია და მას პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება.