სამართალი
გუნავას ერთი ბრალდება მოეხსნა

1gunava-samar1საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. დღეს გამართულ სასამართლოზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას პროკურატურმა ნარკოტიკისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება მოუხსნა.

პროკურორების თქმით, აღნიშნულ საქმეში გამოკვეთილია პროცესუალური დარღვევები, კერძოდ, გუნავას დაკავება და ჩხრეკა საპროცესო კოდექსის ნორმათა უხეში დარღვევით წარიმართა, თუმცა, ბრალდების შეწყვეტის საფუძველი არ გამხდარა იარაღის ჩადება. მათივე განმარტებით, პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

თენგიზ გუნავას მეორე ბრალდების საქმეზე, რომლის მიხედვითაც, მას ბენზინის ტალონებისა და თანხის მითვისებას ედავებიან, სასამართლო 26 მარტს განახლდება.