საზოგადოება
ივანიშვილი: „ვანო ამტვრევს ღია კარებს, რამეთუ დახურვის თავი აღარ აქვს“

1vano-sazo1საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ გუშინ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ იუმორისტულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის – ვანო მერაბიშვილის, მოწოდებები საზოგადოებისადმი 19 აპრილს აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიების დაჩქარებისა და თითქმის დასრულების გამო, მერაბიშვილს მძიმედ აქვს საქმე და ის  არაფრისგან მითების შექმნას ცდილობს. „მე კი მესმის, რეალურად რაც სურს ვანოს, იმიტომ, რომ მან კარგად იცის, მეც ვიცი, მაგრამ არ ვერევი მე ამ პროცესებში, გარწმუნებთ, რომ გირგვლიანის ირგვლივ გამოძიება ჩქარდება და მე მგონი, მთავრდება. და ვანოს ძალიან უჭირს და რაღაც უნდა მოიფიქროს და თურმე მისთვის სულერთი არ არის ჩვენი სტრატეგია და ევროპაზე უარს ვამბობთ. არცერთი სიტყვა არსად არ თქმულა ევროპაზე, ვანო ამტვრევს ღია კარებს, რამეთუ დახურვის თავი აღარ აქვს მას, ძალიან მძიმედ აქვს საქმე. იცის მან, ბევრი კითხვა აქვს პროკუარუტარას და ცდილობს, არაფრისგან რაღაც მითები შექმნას და ეს სასაცილოა“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ ვანო მერაბიშვილმა 19 აპრილს დაგეგმილ „ნაცმოძრაობის“აქციაში მონაწილეობის მისაღებად საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა.