პოლიტიკა
ივანიშვილი: „ევროპელობა არ ნიშნავს, რომ ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს“

1eqspert-poilit2საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ, "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში" ქართველ ექსპერტებს შეხვდა (რაც შეეხება ექსპერტების "დამოუკიდებლობას", აქვე აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებას აქ ახალი სახეები არ უნახავს - ისინი იყვნენ შევარდნაძე-სააკაშვილის დროის ისევ ის ე. წ. ექსპერტ-პოლიტოლოგები, ზოგიერთის გამოკლებით, რომლებიც სააკაშვილის ბანაკში დარჩნენ და გუშინ ასევე შეიკრიბნენ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“).

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა ჟურნალისტებთან ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებული მიმართვის კომენტირებისას მან განაცხადა, რომ ევროპის „სახალხო პარტიისთვის“ მკვეთრ და ფართო წერილს ამზადებს.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ახალი ხელისუფლება ევროპას გასაგებ ენაზე ესაუბრება, რადგან სიმართლის ევროპაში ჩატანის არ ეშინია.

„ევროპასთან ასეთ ტონში საუბარი სწორედაც მისაღებია. დავით უსუფაშვილი კარგად წერს და სწორედ ამიტომ მან უპასუხა მიმართვას, თუმცა, უსუფაშვილის წერილის ძირითადი აქცენტები ჩემი გაკეთებულია. უახლოეს დღეებში „სახალხო პარტიას“ უფრო მკვეთრ და ფართო წერილს მივწერ, რადგან ევროპელობა არ ნიშნავს, რომ ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს. ის წერილი სირცხვილია ან ევროპარლამენტარებმა არ იცოდნენ, ხელს რაზე აწერდნენ. ჩვენ შევძლებთ, დავარწმუნოთ სიმართლეში ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის სიცრუეში ცხოვრებას ახერხებდნენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის განმარტებით, მიმართვის მოცულობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ერ ხერხდება მისი გამოქვეყნება. ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში დაზუსტდება გამოცემა, რომელშიც მისი წერილი გამოქვეყნდება. 
მისივე ინფორმაციით, „ფაინენშელ თაიმსმა“ და „უილ სტრიტ ჯორნალმა“ ქართულ მხარეს ამ წერილის მხოლოდ მესამედის დაბეჭდვა შესთავაზეს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა „სახალხო პარტიიდან“ ბიძინა ივანიშვილს კრიტიკული წერილით მიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კრიტიკული მიმართვით უპასუხა.

 

1biznes11 1biznes1
1biznes2 1biznes3
1biznes4 1biznes5