უცხოეთი
საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. სირია, ჩინეთი, ირანი, ბაჰრეინი და ვიეტნამი იმ ქვეყნების ჩამონათვალში შევიდნენ, სადაც ყველაზე აქტიურად არიან დაკავებული კიბერშპიონაჟით. ამის შესახებ განაცხადა ორგანიზაცია „რეპორტიორებმა საზღვრების გარეშე“. ასეთ მონაცემებს შეიცავს მოხსენება „ინტერნეტის მტრები“.
„ქსელში 5 მლნ-მდე სირიელი ინტერნეტმომხმარებლის საქმიანობას მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლება ორი კიბერკომპანიის მეშვეობით, რომელთაგან ერთი ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მიერაა დაარსებული“, – ნათქვამია მოხსენებაში.
რეპორტიორების აზრით, კიბერკონტროლის სისტემა, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება იყენებს, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ფართოა არსებულთა შორის.