უცხოეთი
ყველიერში დათვებს ბლინებით უმასპინძლდებოდნენ!

komსაქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ინტერნეტპროექტი „Путь.РФ“ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, რომელიც რუსეთს, მის წარმატებებს, რეკორდებსა და პერსპექტივებს ეძღვნება, ავრცელებს საინტერესო ცნობას გამონათქვამზე: «Первый блин комом».

„ყველასთვის ცნობილია გამონათქვამი „Первый блин комОм“, თუმცა ყველამ როდის იცის, რომ ძველ რუსეთში ამბობდნენ - „Первый блин комАм“.

„Ком“ - ასე უწოდებდნენ ძველ სლავურ ენაზე დათვებს. იმჟამად ყველიერში ზამთრის ძილისგან გამოღვიძებული დათვების პირველი ბლინით კვების ტრადიცია არსებობდა და მას „კომოკვებას“ უწოდებდნენ. დროთა განმალობაში „Первый блин комАм“ სახელი იცვალა, იქცა „Первый блин комОм“-ად და სხვა მნიშვნელობა შეიძინა“, – ნათქვამია პოსტში.

ყველიერის დაწყებას გილოცავთ!