სამართალი
ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელ სულიკო ბერიშვილს გულმკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში სენაკში დააკავეს. დანაშაულის იარაღს – დანას – დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკისას მიაკვლიეს.
გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით აწარმოებს. ჩადენილი დანაშაული 7-დან15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.