აქციის მონაწილეთა განმარტებით, „ბაშმეტი არის, კონკრეტულად, ქართული კანონმდებლობით დამნაშავე და ვითხოვთ, ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინოს რეაგირება ქართული კანონმდებლობით. ეს ადამიანი, რომელმაც 2008 წელს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მიულოცა დამოუკიდებლობა და უკონცერტა, დღეს იმყოფება ქართულ სცენაზე“.
თავად მუსიკოსმა კი კონცერტის შემდეგ განაცხადა, რომ ის ომის წინააღმდეგია და მისი, როგორც მუსიკოსის, საქმე დაკვრაა: „კონცერტის მსვლელობისას დარბაზში ხმაური შემოდიოდა. არ ვიცი, ვინ ხმაურობდა. აქ წლებია, არ ვყოფილვარ. არასდროს ვყოფილვარ ომის მხარდამჭერი, მაჩვენეთ რაიმე დოკუმენტი ან სტატია, სადაც მე მსგავსი პოზიცია მაქვს. მე მუსიკოსი ვარ და ჩემი საქმეა დაკვრა. მე ომის წინააღმდეგი ვარ. ვთვლი, რომ კავკასია უნდა იყოს თავისუფალი და მშვიდი“.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ იური ბაშმეტი საქველმოქმედო კონცერტით ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის, „ნიჭიერთა ათწლედის“, მხარდასაჭერად ჩამოვიდა.