საზოგადოება
„გვინდა, დავაფიქსიროთ, რომ ქვეყნის დეოკუპაციის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ანულირებამდე, სახელმწიფო პოლიტიკა არ უნდა იქნას შერბილებული ოკუპანტი ქვეყნის მიმართ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სხვა საკითხებში.
ასეთი ქმედებები არავითარ შემთხვევაში არ აყენებს საქართველოს მომგებიან პოზიციაში არც პოლიტიკურად და არც მორალური თვალსაზრისით“, – აცხადებენ აქციის მონაწილენი.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ანსამბლმა „ერისიონმა“ 9-10 მარტს მოსკოვში, კრემლის საკონცერტო დარბაზში, კონცერტი გამართა, რამაც ქართველი საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
აქვე საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რუსეთში საგასტროლოდ ემზადებიან ქართული ნაციონალური ბალეტი-ანსამბლი „სუხიშვილები“ და ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“.