პრეზიდენტი ვეღარ დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვა წევრს აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია თავად მოსამართლეებისგან;
საბჭოს 6 წევრს აირჩევს პარლამენტი. კანდიდატები უნდა იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, სასამართლო განხრით მომუშავე არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები;
ცვლილებების შემდეგ დაინერგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ფარული კენჭისყრით არჩევის წესი.
ვენეციის კომისიის მოსაზრებით, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა უნდა მოხდეს ორი მესამედით, ან სხვა პროპორციული მეთოდით. ასევე, კომისიის რეკომენდაციით, ხელისუფლებამ კანონპროექტიდან უნდა ამოიღოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კანონის მიღების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარდა, უფლებამოსილება შეუწყდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ასაქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნები ერთნაირად მოიწონა როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ისე უმცირესობამ, თუმცა, უმცირესობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ თანხმობა იძულებითი იყო – უკანდახევა, როგორც მოცემულ საკითხთან დაკავშირებით თავის კომენტარებში გამოხატა ჩიორა თაქთაქიშვილმა.