უცხოეთი
კანონიერი ქურდი ლაშა ნიჟარაძე დაკავებულია

ucxoeti-2საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა ნიჟარაძე („წყალტუბსკი“) მოსკოვში დააკავეს. პოლიციელები არ გამორიცხავენ, რომ იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შარშან გამართული უდიდესი ქურდული „სხოდკის“ მონაწილე ყოფილიყო, სადაც 16 კაცი კანონიერ ქურდად აღიარეს.

სამართალდამცველების თქმით, უწინ ნიჟარაძე სარატოვის ოლქის ბალაშოვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მას აკრძალული ჰქონდა ღამით გადაადგილება და ყოფნა სადმე, გარდა საცხოვრებელი ადგილისა – მოსკოვის ოლქის ქალაქ დიმიტროვისა. თუმცაღა, კრიმინალურმა ავტორიტეტმა არაერთხელ დაარღვია დადგენილი რეჟიმის პირობები რფ-ის ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ გადაადგილებისას.