უცხოეთი
რფ-ს აშშ-ის მსოფლიო ჰეგემონიის დარღვევა სურს

ucxoet-1საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. მოსკოვი ბრიკს-ში პოსტკრიზისულ მსოფლიოში პოზიციაშესუსტებული დასავლეთის ალტერნატიულ ცენტრს ხედავს.

„კომერსანტის“ ხელში მოხვედრილი 133-გვერდიანი დოკუმენტი ბრიკსი-ს საკვლევი ნაციონალური კომიტეტის მიერ შეიქმნა. იგი ბრიკს-ის სამიტისთვის მომზადდა, რომელიც 26-27 მარტს სამხრეთაფრიკულ დურბანში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნების ამ გაერთიანებაში შემავალი სახელმწიფოები: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

დოკუმენტის ავტორთა აზრით, მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკას გავლენის ალტერნატიული ცენტრები სჭირდება.