საზოგადოება
„ჩვენ ვამზადებთ ინსპექციის მეორე ჯგუფს. უკვე განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, ჩავიდეთ საქართველოში 25 მარტს, თუმცა, ქართული მხარისგან პასუხი არ გვაქვს. არ ყოფილა არავითარი სიგნალი. ჩვენ უნდა შევათანხმოთ გადაადგილების მარშრუტი. ამ საკითხს ყველა კუთხით ვუდგებით, მათ შორის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც“, – აღნიშნა ონიშჩენკომ.
„ეს რუტინული პროცესია, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული“, – აცხადებს რუსეთის მთავარი სანიტარი.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტთა პირველმა ჯგუფმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების მწარმოებელი საწარმოების ინსპექტირება 25.02 – 01.03 პერიოდში განახორციელა და ღვინის მწარმოებელ 36 კომპანიას და მინერალური წყლების 4 საწარმოს, რომელთაც ინსპექტირება წარმატებით გაიარეს, შეუძლიათ ნიმუშების წარდგენა რუსეთის ბაზარზე რეგისტრაციისთვის.