პოლიტიკა
„ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მომავალზე, საქართველოს ევროპულ გზაზე. ზუსტად ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს, მიუხედავად მათი პარტიული და პოლიტიკური ორინეტაციისა, მოვიდეთ 19 აპრილს, 4 საათზე, რუსთაველის პროსპექტზე, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს მომავალი არის ნატოში, საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში და საქართველოს უსაფრთხოების, საქართველოს განვითარების გზა გადის სწორედ ევროპაზე“, – აღნიშნა მერაბიშვილმა.
როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, ევროპარლამენტის 23 წევრმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თუ საქართველოში დემოკრატიის დონე დაიწევს, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას დაეკისრება.