საზოგადოება
აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს დღეს განიხილავენ

agruni-sazooo2საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, ყოფილი პროფესორები კი – უნივერსიტეტის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას.

სტუდენტები განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილ მიმართავენ, უნივერსიტეტს ეწვიოს და სასწავლო პროცესის ხარისხს ადგილზე გაეცნოს. 
მარგველაშვილის განმარტებით, ის მოხარულია სტუდენტთა აქტივობით, რომ სურთ მინისტრთან შეხვედრა, თუმცა, მისთვის მიუღებელია  სტუდენტთა „დაბარებითი ტონი“, ამიტომ ის მათ შეხვედრაზე სამინისტროში ელოდება.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ავტორიზაციის საკითხის შესწავლის მიზნით აგრუნში სპეციალური კომისია 3 იანვრიდან მუშაობს. სასწავლო დაწესებულებაში მონიტორინგის ჯგუფის შესვლის მიზეზი გათავისუფლებული თანამშრომლების საჩივარი გახდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან შეკრებილი ყოფილი პროფესორ-მასწავლებლები სასწავლებლის ხელმძღვანელობიდან კახა ბენდუქიძის გადადგომას და უნივერსიტეტის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას მოითხოვეს. ისინი უწყებას სთხოვენ, გამოიძიოს, როგორ მოხდა აგრუნის ბენდუქიძის მფლობელობაში გადასვლა.

აგრუნის საკითხს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე დღეს განიხილავენ.