საზოგადოება
სამსახურიდან გათავისუფლებული მოშიმშილე ექიმები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ და გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა მოინახულეს. მათ ექიმებს შიმშილობის შეწყვეტა და მეორე მხარესთან მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზეს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა კახა ჩიხრაძემ ექიმების ნაწილი სამსახურიდან ოფიციალურად 6 მარტს გაათავისუფლა. ამის მიზეზად მან რამდენიმე გარემოება დაასახელა, მათ შორის, კონტრაქტების ვადის ამოწურვა. თუმცა, როგორც გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მათ კონტრაქტებს ვადა 2014 წლის თებერვალში ეწურებოდა.
ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში მათთან შეხვედრა მიმდინარეობს.