პოლიტიკა
შეხვედრები გაიმართება სახელმწიფო დეპარტამენტში, უშიშროების საბჭოსა და კონგრესის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობასთან. ასევე, დაგეგმილია საჯარო გამოსვლები სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტში.
„ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია უცხოეთში პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსით და გადავწყვიტე, რომ სწორედ ვაშინგტონში ჩავსულიყავით პირველ რიგში. დაგეგმილი შეხვედრებით ჩვენ ახალი ხელისუფლების ახალ ხედვებს გავაცნობთ ჩვენს მეგობრებს, იმისთვის, რომ გაღრმავდეს, გაძლიერდეს და კიდევ უფრო მყარი გახდეს ჩვენი ურთიერთობა, სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყველა იმ მიმართულებით, რაც დღემდე არსებობდა. ვთვლი, რომ კიდევ მეტია შესაძლებელი“, – განაცხადა უსუფაშვილმა აშშ-ში გამგზავრებამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.