უცხოეთი
საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. მოსკოვს სირიასთან დაკავშირებით კოლეგებისგან „მოქმედებათა ჯგუფიდან“ განმარტებების მიღება სურს იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად ვინ ახორციელებდა იარაღის მიწოდებას სირიის ოპოზიციისთვის და ამ პირობებში როგორაა შესაძლებელი სირიის კონფლიქტის დემილიტარიზება ჟენევის კომუნიკეს შესაბამისად. ამის შესახებ რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ბი-ბი-სი“-თან ინტერვიუში განაცხადა.