აქტუალური
საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ციხის გახმაურებული ვიდეოკადრების ერთ-ერთ ავტორი და გამავრცელებელი ვლადიმერ ბედუკაძე მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე იმყოფება. ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს არჩილ კბილაშვილთან შეხვედრის მეორე მცდელობა იყო. მთავარ პროკურორთან შეხვედრა გუშინ ჩაიშალა და არ შედგა.
ბედუკაძემ არჩილ კბილაშვილთან, სახალხო დამცველთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა შიმშილობის დაწყების შემდეგ მოითხოვა. იგი ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვს და განმარტავს, რომ პატიმართა წამების საქმეზე დაკავებული პირები საპატიმროებში უკანონოდ იმყოფებიან. ბედუკაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გევერდზე განცხადებას ავრცელებს – „ვაცხადებ შიმშილობას!“ – და აფიქსირებს პოზიციას, რომ „საპროტესტო აქცია არ არის მიმართული ბიძინა ივანიშვილისა და დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.