საზოგადოება
ქართული დელეგაცია ვენეციაში იმყოფება

venacia-sazoo2საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ვენეციის კომისიის დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე“ დღეს გახდება ცნობილი. ქართული დელეგაციის წარმომადგენელთა შორისაა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილიც. სარეკომენდაციო დოკუმენტის მიღებამდე ვენეციის კომისია საკითხს სხდომაზე განიხილავს და ამის შემდეგ მიიღებს დასკვნას.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ვენეციის კომისიის ექსპერტები იმყოფებოდნენ. სწორედ ამ ვიზიტის საფუძველზე მოამზადეს დოკუმენტიც, რომელიც ვენეციის კომისიის ყველა წევრს გადაეგზავნა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კანონპროექტს უფრო დახვეწს, უმცირესობის აზრით კი, დასკვნა შესაძლოა საკმაოდ მკაცრი იყოს.