სამართალი
მოდელები ჩხუბობენ

modelebiწუხელ, გვიან ღამით, კაფე „გალერეაში“ ახალგაზრდა გოგონებს შორის შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. რის შედეგადაც დაჭრილია 22 წლის მოდელი და მსახიობი სალომე ბეზერაშვილი. სალომეს სახე გატეხილი ჭიქით აქვს დასერილი და 54 ნაკერი ადევს.

გოგონას მეგობრები და თვითმხილველები მოდელ სოფო საბურიშვილს ადანაშაულებენ. უცნობია, რა გახდა შელაპარაკების მიზეზი. „გალერეაში“ ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებენ, ერთადერთი, რაც მათგან საქინფორმმა შეიტყო, არის ის, რომ ვითარება პატრულმა განმუხტა და მოჩხუბრებიც პატრულმა წაიყვანა.

ბოლო ხანს საქართველოში მოზარდთა დაპირისპირების, არასრულწლოვანთა შორის მკვლელობებისა და სისხლიანი გარჩევების ფაქტები მნიშვნელოვნად გაიზარდა. „მოზარდის მიერ თანატოლის ან მოზრდილის დაჭრა, მოკვლა, დატერორება, სამწუხაროდ, ყოველდღიურ მოვლენად იქცა. მოზარდთა სისასტიკეზე მასმედიაც ბევრს საუბრობს, რაც ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის უკვე უბედურებად იქცა,“ - საქინფორმთან საუბრისას თავისი აზრი გაგვიზიარა ფსიქოლოგმა ქეთევან თავართქილაძემ.

ბოლო მონაცემებით, წლეულს საქართველოში რეგისტრირებულია მოზარდთა დანაშაულის 500-მდე ფაქტი; მათ შორის 30 განზრახ მკვლელობა, 41 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და 121 ქურდობა.