პოლიტიკა
ქვეყნის საგარეო კურსზე რეზოლუცია პარლამენტმა 96 ხმით დაამტკიცა
rezolucia-politika2საქართველო,  8 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებული რეზოლუცია 96 ხმით დაამტკიცა. ქვეყნის საგარეო კურსის ძირითადი პრიორიტეტების კენჭისყრაზე წინააღმდეგი არავინ ყოფილა. რეზოლუციის პროექტში, რომლის ავტორი თედო ჯაფარიძეა, დღის განმავლობაში პრინციპული მნიშვნელობის ცვლილებები აისახა. ცნობილია, რომ დოკუმენტში ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებული პუნქტები გაიშალა. ამასთან, მასში ნათქვამია, რომ საქართველო არ გაერთიანდება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელიც ევროატლანტიკურ კურსთან წინააღმდეგობაში მოდის. საბოლოოდ, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა პროექტის მე-18 პუნქტის შემდეგ ფორმულირებაზე შეთანხმდნენ: საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმყოფებოდეს სამხედრო-პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. საქართველო გაატარებს თანამიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო პატივისცემის ურყეობა“.