საზოგადოება
საქინფორმი 8 მარტს გილოცავთ!

obhs-8-martaსაქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. არ დაიჯეროთ, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს – ის თქვენ გარშემო ბრუნავს, ჩვენო ძვირფასო დედებო, დებო, მეუღლეებო და მეგობრებო!

სილამაზე და სიყვარული, რომლებიც უფალმა გიბოძათ, მსოფლიოს ბოროტებისა და ომებისგან იხსნის, ჩვენი მშვენიერი პლანეტა ხომ ჩვენი სახლია, თქვენ კი უხსოვარი დროიდან მისი კერიის მფარველები ბრძანდებით!

რაც უნდა გისურვოთ, მაინც ძალზე ცოტა იქნება, რადგან ამქვეყნად არ არსებობს თქვენი ღირსი საუნჯე!

ამიტომაც ჩვენ, მამაკაცები, ყვავილებსა და ჩვენს გულებს გიძღვნით, რათა სიხარული მოგანიჭოთ.

გმადლობთ ყველაფრისათვის!

საქინფორმი ქალთა საერთაშორისო დღესასწაულს, გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს, ულოცავს ყველა მანდილოსანს, მათ შორის, საქინფორმის კოლექტივის წარმომადგენელ ღირსეულ ქალბატონებს, რომლებიც დღეს, მკითხველებო,  თქვენთვის ჩვეულ რიტმში განაგრძობენ მუშაობას!