პუტინი და ლუკაშენკო მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაში
საქართველო, 7 მარტი,
საქინფორმი. რფ-ისა და ბელარუსის პრეზიდენტები
ვლადიმერ პუტინი და
ალექსანდრე ლუკაშენკო 15 მარტს მონაწილეობას მიიღებენ საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს მორიგ სხდომაში. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.
ლუკაშენკო რფ-ს სამუშაო ვიზიტით ეწვევა სხდომაში მონაწილეობისათვის, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გაიმართება.
უშუალოდ სხდომის დაწყებამდე კი ორი ლიდერის შეხვედრა გაიმართება.