უცხოეთი
ცხინვალის მერს მინისტრმა ცემა

mer-cxinval-ucxსაქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ამას წინათ ცხინვალში მერის მოვალეობის შემსრულებელს, 65 წლის ვადიმ გაბარაევს ცემეს. შემთხვევის თვითმხილველების თქმით, ჩინოვნიკს სამხრეთ ოსეთის შს მინისტრმა ახსარ ლავოევმა ცემა.

არსებული ცნობებით, კონფლიქტის საბაბად იქცა ცხინვალში სამშენებლო საკონტრაქტო ორგანიზაციების მუშაობა. გვიან საღამოს შს ხელმძღვანელი, სამინისტროს შეიარაღებული თანამშრომლების თანხლებით, მერთან სახლში მივიდა. ძალოვნებმა გაბარაევი ქალაქის ცენტრში წაიყვანეს, სადაც მინისტრმა მოსთხოვა, რომ მერი სამშენებლო ორგანიზაციების საქმიანობაში არ ჩარეულიყო. საუბარი კამათის ტონით მიმდინარეობდა. შემდეგ მინისტრმა რამდენჯერმე დაარტყა ოპონენტს.

თავად გაბარაევმა ეს ინფორმაცია დაადასტურა. როგორც ამბობენ, დაზარალებულმა ჩივილით ლეონიდ თიბილოვსაც მიმართა.