საზოგადოება
საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე მიწვეული ქალაქის მერი გიგი უგულავა სხდომაზე არ გამოცხადდა.
მთავრობის სხდომაზე მერიის მიერ ინიცირებულ ორ საკითხს განიხილავენ. დღის წესრიგში აღნიშნული საკითხების მომხსენებლად გიგი უგულავაა ჩაწერილი.საკითხები, რომელთა შესახებაც მერს უნდა ესაუბრა, პრეზიდენტის იმ განკარგულებების პროექტებს ეხება, როლებიც ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულების ქონების, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემის საკითხებს განსაზღვრავს. უგულავასგან, ასევე, ელოდნენ ინფორმაციას ქალაქ თბილისის მთავრობასა და შპს „გუდაური სქი რესორტს“ შორის 2011 წლის 7 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და კომპანიასთან გაფორმებულ დამატებითი ხელშეკრულების შესახებ.
როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, მთავრობის სხდომას დედაქალაქის მერიიდან ქონების მართვის სამსახურის უფროსი დავით ჭედია ესწრება.