საზოგადოება
პარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე იმსჯელებს

parlam-sazo2საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები იმსჯელებენ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელმაც უნდა შეისწავლოს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობა, რასაც საფუძველი დაუდო პარლამენტისადმი მიმართვამ კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიების დარღვევების შესწავლის მოთხოვნით.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენელ გია ჟორჟოლიანის განცხადებით, კომპანიებმა წარმოადგინეს მარეგულირებელი კომისიის მიერ მათი უფლებების შემლახველი დოკუმენტები, რის შესახებაც კომიტეტმა ორივე მხარის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა, თუმცა, მათ მიერ გაცემულ პასუხები არ იყო ამომწურავი, რის გამოც გადაწყდა, პლენარულ სხდომაზე ემსჯელათ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პარლამენტსყველა კითხვასთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი პასუხი  წარუდგინა. კომისიის პრესმდივნის განცხადებით, მარეგულირებელი კომისია მზადაა სათანამშრომლოდ და დამატებით კითხვებზე პასუხის გასაცემად.